აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ ახალ პრემიერ-მინისტრად ვალერი ბგანბა წარადგინა.
“ეჭვი არ მეპარება, რომ მის ცოდნას და გამოცდილებას გამოვიყენებთ იმისთვის, რომ უახლოეს დღეებში შევადგინოთ ბიუჯეტის პროექტი პარლამენტში გასაგზავნად. ასევე, წარმატებით ითანამშრომლებს რუსულ მხარესთან საინვესტიციო პროგრამის ფარგლებში”, – განაცხადა ხაჯიმბამ.
გენადი გაგულია, აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, 8 სექტემბერს “ფსოუ-სოხუმის” საგზაო მონაკვეთზე ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაიღუპა. ავარია მაშინ მოხდა, როდესაც აფხაზეთის დელეგაცია სოჭის აეროპორტიდან სოხუმში ბრუნდებოდა. ისინი სოჭში სირიიდან ჩაფრიდნენ, სადაც მანამდე ვიზიტით იმყოფებოდნენ.

ვალერი ბგანბა; ფოტო: sputnik-abkhazia