ახალი ამბები

კახა კოჟორიძემ პრეზიდენტის მრჩევლის პოსტი დატოვა

18 სექტემბერი, 2018 • 2016
კახა კოჟორიძემ პრეზიდენტის მრჩევლის პოსტი დატოვა

საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველმა ადამიანის უფლებებისა და მართლმსაჯულების საკითხებში კახა კოჟორიძემ პოსტი დატოვა.

როგორც კოჟორიძე განმარტავს, 2 კვირის წინ პირადი სურვილით დაწერა განცხადება თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ, შემდეგ დაასრულა საქმეები და დღეს არის მისი ბოლო სამუშაო დღე პრეზიდენტის მრჩევლის თანამდებობაზე.

“ყოველთვის ვფიქრობდი, რომ პროფესიონალიზმი ნებისმიერ პოზიციაზე ერთნაირად საჭიროა. ახლაც ასე ვფიქრობ და ამ დამოკიდებულებით ხვალიდან შევუდგები საადვოკატო და აკადემიურ საქმიანობას”, – წერს კოჟორიძე სოციალურ ქსელ Facebook-ში მის პირად გვერდზე.

კახა კოჟორიძე, რომელიც 2012-2014 წლებში საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე იყო, პრეზიდენტის მრჩევლის პოსტს ადამიანის უფლებებისა და მართლმსაჯულების საკითხებში 2015 წლის 13 იანვრიდან იკავებდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი