ახალი ამბები

ლევან ყიფიანს დღეს პროკურატურაში გამოკითხავენ

17 სექტემბერი, 2018 • 1615
ლევან ყიფიანს დღეს პროკურატურაში გამოკითხავენ

დღეს  მთავარ პროკურატურაში სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა ყოფილ მინისტრ ლევან ყიფიანს გამოკითხავენ.

როგორც “ნეტგაზეთს” მთავარ პროკურატურაში განუცხადეს, ყიფიანი გამოკითხვაზე მოწმის სახით არის დაბარებული. საქმე ეხება მედიაში გავრცელებულ აუდიოჩანაწერს, სადაც, სავარაუდოდ, “ომეგა ჯგუფის” დამფუძნებელი ზაზა ოქუაშვილი და სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა ყოფილი მინისტრი ლევან ყიფიანი საუბრობენ. გასაჯაროებულ საუბარში სავარაუდოდ ყიფიანი ამბობს, რომ “იბერია” “რუსთავი 2″-ზე უარესია. ჩანაწერში ასევე ისმის ფრაზა “პრობლემებში ტელევიზიის გაცვლაზე”. აუდიოჩანაწერის ავთენტურობა დადასტურებული არ არის. ტელეკომპანიის დამფუძნებლების განცხადებით, მათი ფინანსური პრობლემები იმ შემთხვებაში მოგვარდებოდა, თუ ტელევიზიას დათმობდნენ.

საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მესამე ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც სხვისი კუთვნილი დიდი ოდენობით ფულადი თანხის მოტყუებით დაუფლებას გულისხმობს.

ლევან ყიფიანმა გამოძიების დაწყებიდან ორ დღეში “საქართველოს რკინიგზის” სამეთვალყურეო საბჭო დატოვა.

მასალების გადაბეჭდვის წესი