ახალი ამბები

ცხოველის წამებაზე სასჯელი მკაცრდება – კალაძე

13 სექტემბერი, 2018 • 5480
ცხოველის წამებაზე სასჯელი მკაცრდება – კალაძე

კახა კალაძის განცხადებით, მერიის მონიტორინგის სამსახურისა და შსს-ს თანამშრომლობის შედეგად მომზადდა კანონპროექტი, რომელიც ცხოველების წამებასა და სასტიკ მოპყრობაზე სასჯელს ამკაცრებს.

კალაძის თქმით, ბოლო პერიოდში გახშირდა ცხოველების წამების ფაქტები, რომლის ამსახველი ვიდეო-მასალა სოციალურ ქსელში ხვდება. კალაძის თქმით, “ჩვენ არ უნდა ვიყოთ უმწეო ცხოველების მკვლელი საზოგადოება”.

მისი თქმით, კანონპროექტით, ცხოველის წამებისა და სასტიკი მოპყრობის შემთხვევაში გათვალისწნებულია შემდეგ სახის სანქციები:

  • საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა
  • შინაპატიმრობა
  • 1-წლამდე პატიმრობა
  • არასრულწლოვნის შემთხვევაში მშობლის ან კანონიერი წარმომადგენლის პასუხისმგებლობა

კალაძე იმედოვნებს, რომ ამ რეგულაციებით ადამიანების ქცევის შეცვლა და ცხოველების დაცვა იქნება შესაძლებელი.

მასალების გადაბეჭდვის წესი