ახალი ამბები

მთვრალმა მძღოლმა გლდანში 3 წლის ბავშვი და ახალგაზრდა ქალი იმსხვერპლა

12 სექტემბერი, 2018 • 6241
მთვრალმა მძღოლმა გლდანში 3 წლის ბავშვი და ახალგაზრდა ქალი იმსხვერპლა

ავტომობილი, რომელსაც მთვრალი მძღოლი მართავდა, გლდანში ქვეითად მოსიარულე ახალგაზრდა ქალსა და 3 წლის ბავშვს დაეჯახა, რის შედეგადაც ორივე ადგილზე დაიღუპა. შემთხვევა 11 სექტემბრის ღამით მოხდა.

შსს-ს ინფორმაციით, ნასვამი მძღოლი ადგილიდან მიიმალა, თუმცა სამართალდამცავებმა მალევე დააკავეს. როგორც შსს აცხადებს, ის დანაშაულს აღიარებს. გარდაცვლილი ქალი და ბავშვი ნათესავები იყვნენ.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 128-ე მუხლითა და 276-ე მუხლის მე-8 ნაწილით დაიწყო, რაც სატრანსპორტო საშუალებით ორი ან ორზე მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს მთვრალ მდგომარეობაში. დამტკიცების შემთხვევაში, დანაშაული 8-დან 12 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი