ახალი ამბები

წულუკიანი: ვაცადოთ ბატონ გიორგი ბადაშვილს შეასრულოს ვალდებულებები

24 მარტი, 2014 •
წულუკიანი: ვაცადოთ ბატონ გიორგი ბადაშვილს შეასრულოს ვალდებულებები

 

“როგორც ცნობილია, იგი პროკურატურაში დაბარებულია მხოლოდ მოწმის სტატუსით. არც ერთ ქვეყანაში არც ერთი მოქალაქე არ არის დაცული იმისგან, რომ არ დაიბარებენ რომელიმე სისხლის სამართლის საქმეზე მოწმედ, ასეა ჩვენთანაც.  ზურაბ ჟვანაის საქმეზე დამდგარია სიკვდილის ფაქტი და აქედან გამომდინარე საქართველოს არა მხოლოდ შიდა კანონდბელობით, არამედ საერთაშორისო ვალდებულებებით, მათ შორის ადამიანის უფლებათა კონვენციის მეორე მუხლით არსებობს ვალდებულება, რომ რადგან დრო გამოძიების საწინააღმდეგოდ მოქმედებს, რაც შეიძლება მალე უნდა ჩატარდეს ეფექტიანი, მიუკერძოებელი, სამართლიანი და ყოვლისმომცველი გამოძიება ერთადერთი მიზნით: დადგინდეს დამნაშავე და მას მიესაჯოს დამოუკიდებელი სასამართლოს მიერ ადეკვატური სასჯელი.

ეს ყველაფერი არის საერთაშორისო ვალდებულება და ეს უნდა შევასრულოთ. მე ვისურვდებდი, რომ ვაცადოთ ბატონ გიორგი ბადაშვილს შეასრულოს ეს ვალდებულებები, ვაცადოთ მას, რომ იყოს სამართლიანი, მიუკერძოებელი, რისთვისაც ის ყველაფერს აკეთებს, მაგრამ აჟიოტაჟი ამ საქმის გარშემო ამ ვალდებულებების სწორად შესრულებას ხელს არ შეუწყობს”, – განაცხადა წულუკიანმა.

 

იგი ასევე გამოეხმაურა აშშ–ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადების იმ ნაწილს, რომელიც საქართველოს სასამართლო და სამართლებრივი ინსტიტუტების სისუსტეზე აკეთებს აქცენტს:

 

“რაც შეეხება საკანონმდებლო და მართლმსაჯულების სისუტეებს, ჩვენ ამაზე მუდმივად ვსაუბრობთ და იუსტიციის სამინსიტრო არის ის უწყება, რომელმაც წარმატებით ჩაატარა მართლმასჯულების რეფორმის პირველი ტალღა, მაგრამ ეს საკმაირისი არ არის და ამას აჩვენებს პრაქტიკა. მოსამართლეებს სჭირდებათ უფრო მეტი დახმარება. მაისიდან ისუტიციის სამინისტროს მხრიდან პროექტი წარედგინება პარლაემნტს, რომლის მიხედვითაც მოქმედი, ახლად დანიშნული მოსამართლეები დაექვემდებარებიან მკაცრ, მაგრამ მიუკერძოებელ შეფასების სიტემას იმისთვის, რომ გავიგოთ, რომელი მოსამართლე იმსახურებს და რომელი არა მოსამართლის მანტიას”.

მასალების გადაბეჭდვის წესი