ახალი ამბები

სატრანსპორტო კომპანია ქალებს ავტობუსის მძღოლების მოსამზადებელ კურსს სთავაზობს

12 სექტემბერი, 2018 • 12920
სატრანსპორტო კომპანია ქალებს ავტობუსის მძღოლების მოსამზადებელ კურსს სთავაზობს

თბილისის სატრანსპორტო კომპანია ქალებს ავტობუსის მძღოლების მოსამზადებელ კურსს სთავაზობს. სატრანსპორტო კომპანიის ინფორმაციით, კურსზე 25 ქალს მიიღებენ და ის სრულიად უფასო იქნება. კომპანია მართვის მოწმობის გამოცდის ღირებულებასაც დაფარავს.

“კურსის წარმატებით გავლის შემთხვევაში მონაწილეები დასაქმდებიან თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში არსებულ ვაკანსიებზე. კურსში მონაწილეობის მისაღებად განაცხადის წარდგენის ბოლო ვადაა 2018 წლის 21 სექტემბერი,” – აცხადებენ კომპანიაში.

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) მხარდაჭერილი პროექტის მიანია სატრანსპორტო სექტორში თანაბარი შესაძლებლობების შექმნა და გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფა. კურსის შესახებ დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ www.ttc.com.ge ნახოთ.

მასალების გადაბეჭდვის წესი