“შეკითხვები იყო ზოგადად პროცესებზე, გამოძიებებზე ვანო მერაბიშვილთან დაკავშირებით, სააკაშვილის დაბარებაზე პროკურატურაში, შეკითხვები არსებობს, რომელიც დაისვა და პასუხებიც გაეცა. არანაირად არ არის საუბარი იმაზე, რომ პრეზიდენტის დაკითხვა ხელს უშლის საქართველოსთვის მაპის მინიჭების პროცესს, ასე არავინ არ სვამს საკითხს და ასე არ შეიძლება, რომ იყოს, ეს არის შიდა პროცესუალური სამართლებრივი საკითხები, რომელიც ჩვენ მიგვაჩნია, რომ ყველა ცივილიზებულ სახელმწიფოებში არსებობდა ასეთი ფორმა, რომ იკითხებოდნენ პრეზიდენტები. ჩვენი ოპონენტები ამაზე ძალიან მტკივნეულად და აჟიტირებულად მოქმედებენ, მაგრამ რეალობაა, რომ სააკაშვილი დაბარებულია მოწმის სახით”, – განაცხადა ზურაბ აბაშიძემ. მისივე განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში ისიც წერია, რომ კანონზე მაღლა არავინ უნდა დადგეს.
“თუ ვნახავთ ამიერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებას, იქ წერია, რომ კანონზე მაღლა არავინ არ დგას. რა თქმა უნდა, მათთვის მთავარია, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით, რასაც სააკაშვილის მოწმის სახით დაკითხვა ჰქვია, არ იყოს პოლიტიკური მოტივაცია. რა თქმა უნდა, ასეც არის. თუმცა შეფასებებში, რა თქმა უნდა, ძნელია ამტკიცო, რომ არ არის პოლიტიკური მოტივაცია”, – განაცხადა აბაშიძემ.