ახალი ამბები

კანდელაკი: სააკაშვილის პროკურატურაში დაბარება პუტინის წისქვილზე ასხამს წყალს

24 მარტი, 2014 •
კანდელაკი: სააკაშვილის პროკურატურაში დაბარება პუტინის წისქვილზე ასხამს წყალს

“ხელისუფლების მტკიცება იმის შესახებ, რომ პოლიტიკური ანგარიშსწორების კამპანასთან დაკავშირებით ამ მომენტში კითხვები აღარ არსებობს, ამ შემთხვევაშიც აღმოჩნდა, უბრალოდ, ტყუილი, ისევე, როგორც მათი განცხადებები ნებისმიერ სფეროში. ეს განცხადება კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე, რომ ხელისუფლებამ დროა თავი დაანებოს წარულთან ბრძოლას, მიიღოს “ნაციონალური მოძრაობა”, როგორც ლეგიტიმური პროდასავლური ოპოზიცია და მიხედოს საქმეს- საკუთარი დაპირებების შესრულებასა და ქვეყნის ყოფის გაუმჯობესებას”,- განაცხადა გიორგი კანდელაკმა. 

 

კანდელაკის თქმით, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება ადასტურებს იმას, რომ სააკაშვილის წიანაღმდეგ პოლიტიკური ანგარიშსწორება ზიანს მოუტანს საქართველოს წისვლას ევროატლანტიკურ სტრუქტურებში. 

 

“ეს განცხადება მეტყველებს იმაზე, რომ პოლიტიკური ანგარიშსწორების კამპანიის გაგრძელება ამ შემთხვევაში პრეზიდენტ სააკაშვილის წიანაღმდეგ ზიანს მოუტანს საქართველოს გაწევრიანებას ნატოში და წყალს დაასხამს პუტინის წისქვილზე. თუ ეს უნდა მთავრობას, მაშინ შეუძლია გააგრძელოს ის კამპანია, რაც მას თვითონვე დააზიანებს და დაასამარებს. მაგრამ თუ დღეს მთავრობას უნდა, რომ საქართველო წავიდეს წინ, უნდა გამონახოს დრო, შეასრულოს საკუთარი დანაპირებები, შეწყვიტოს პოლიტიკური ანგარიშსწორების კამპანია და მიხედოს საქმეს”,- ამბობს კანდელაკი.

 

გიორგი კანდელაკმა აღნიშნული განცხადება საქართველოს პარლამენტის წევრებისა და ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პოლიტიკური კომიტეტისა და საქართველო-ნატოს საპარლამენტთაშორისო საბჭოს წევრებთან შეხვედრის დროს გააკეთა, 

 

შეგახსენებთ, რომ პროკურატურა სააკაშვილს მოწმის სახით დაკითხვაზე რამდენიმე სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით იბარებს, თუმცა იგი ამ დროისთვის საქრთველოში არ იმყოფება. სააკაშვილი პროკურატურაში 27 მარტს უნდა გამოცხადეს 13:00 საათზე. პროკურატურის ცნობით, უწყება გიული ალასანიას  ჩაბარდა. მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ იგი საქართველოში დაკითხვის გამო ჩამოსვლას არ აპირებს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი