ახალი ამბები

მეტროს პირველ ხაზზე მუშაობა ნაწილობრივ აღდგა

23 მარტი, 2014 •
მეტროს პირველ ხაზზე მუშაობა ნაწილობრივ აღდგა

შეფერხება რჩება სადგურის მოედნიდან– ახმეტელის თეატრის მიმართულებით არსებულ მეტროსადგურებზე, სადაც მგზავრობა კვლავ შეზღუდულია. 

 

შეგახსენებთ, რომ დღეს, 23 მარტს თბილისის მეტროში, ნაძალადევი– გოცირიძის მეტროსადგურების მონაკვეთზე გაჩენილი ხანძრის გამო მეტროს პირველი ხაზის მუშაობა შეჩერდა.

 

თბილისის სატრანსპორტო კომპანიის მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა თამაზ რობაქიძემ “ნეტგაზეთს” განუცხადა, რომ ხანძარი არა გვირაბში, არამედ ღია ტრასაზე, ლიანდაგთან ახლოს გაჩნდა. ხანძრის გამომწვევი მიზეზები უცნობია. 

 

თბილისის მეტროს  საბურთალოს ხაზი შეუფერხებლად მუშაობს. 

მასალების გადაბეჭდვის წესი