აღნიშნული გადაწყვეტილება საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ შორენა გუნცაძემ მიიღო.
მიხეილ ძაძამია 21 მარტს დააკავეს, მას ბრალად ედება სამსახურებრივი მოვალეობების არაჯეროვნად შესრულება. ბრალდების მიხედვით, პრემიერ-მინისტრის დაცვას არ შეეძლო მიეტოვებინა დასაცავი ობიექტი. მიუხედავად აღნიშნულისა, 2005 წლის 3 თებერვალს, ღამის საათებში ჟვანიას დაცვის ცვლის უფროსმა მიხეილ ძაძამიამ არაჯეროვნად შეასრულა მასზე დაკისრებული მოვალეობა და მიატოვა დასაცავი ობიექტი დაცვის გარეშე, რა პერიოდშიც ყოფილი პრემიერ-მინისტრი გარდაცვალა.
რაც შეეხება ლევან ჩაჩუას, იგი სამსახურებრივი გულგრილობის ბრალდებით დააკავეს რამდენიმესაათიანი დაკითხვის შემდეგ.
“კერძოდ, სრულყოფილად არ აღწერა გვამებზე არსებული დაზიანებები მაშინ, როდესაც გვამებს აშკარად აღენიშნებოდა სიცოცხლისდროინდელი დაზიანებები. ვინაიდან წარმოებული გამოძიებით ეჭვქვეშ დადგა ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნის ნამდვილობა, საქმეზე აუცილებელი გახდა ახალი ექსპერტიზის ჩატარება ზ. ჟვანიასა და რ. უსუპოვის გარდაცვალების რეალური მიზეზისა და გარემოებების დადგენის მიზნით”, – ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.





