“რომელმა ადამაინმა, ოდნავ ტვინი თუ აქვს თავში, შეიძლება სერიოზულად განიხილოს, რომ ამ ყველაფერში რამე სერიოზულია. საერთოდ ჩვენთან პროკურატურა პროკურატურას არ გავს, პოლიცია პოლიციას არ გავს, მთავრობა ხო დიდი ხანია მთავრობას არ გავს და სახე დაკარგული აქვს. იანუკოვიჩმა როდესაც არ შემიშვა უკრაინაში, ზუსტად ორი თვე გაძლო ამ აკრძალვამ. ივანიშვილის მცდელობა, ჩემი გადაადგილება შეზღუდოს, ბევრად უფრო ნაკლებს გასტანს, ვიდრე ივანიშვილს და მის პატრონს, კეთილმყოფელ პუტინს მიაჩნიათ”. – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
ყოფილი პრეზიდენტი ამბობს, რომ ნოემბერში საქართველოდან წამოსვლა ევროკავშირის ერთ–ერთი ხელმძღვანელის რჩევით გადაწყვიტა.
“თბილისიდან ჩემი წამოსვლის მიზეზი ნოემბერში იყო ის, რომ ევროკავშირის ერთ–ერთმა მაღალმა ხელძღვანელმა ოფიციალური შეხვედრის დროს გამაფრთხილა, რომ მისთვის ცნობილია რუსების დაჟინებული მოთხოვნა და შეთანხმება ივანიშვილთან ჩემი დაპატიმრების თაოაბაზე. მან მითხრა– შენი გადასაწყვეტია რას გააკეთებ, მაგრამ, როგორც კი ამაში გაებმები, მაშინვე საქართველოს ინტეგრაცია ევროკავშირში მთლიანად შეჩერდება და, საბოლოო ჯამში, შენ გადაწყვიტე, რა ჯობია შენთვის. ამიტომ ეს მისი რჩევა იყო, ბევრი სხვა ადამიანის რჩევა, წამოვსულიყავი საქართველოდან.”– განცხადა სააკაშვილმა
მისივე თქმით, პროკურატურაში დაბარების დაჩქარება უკრაინის რევოლუციაში მის მონაწილეობას უკავშირდება. სააკაშვილი ამბობს, რომ ვიქტორ იანუკოვიჩმა იგი სწორედ პუტინის დავალებით არ შეუშვა უკრაინაში:
“ახლა საქართველოს ხელისუფლების მეშვეობით ცდილობს პუტინი შეზღუდოს ჩემი გადაადგილების თავისუფლება, რომ ტელეეთერებში, კონფერენციებში არ ვმონაწილეობდე, რომ არ გავაგრძელო ბრძოლა ჩვენი რეგიონის და მათ შორის უკრაინის და პირველ რიგში საქართველოს გათავისუფლებისთვის”– განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი ამბობს, რომ მისი საგამოძიებო უწყებაში დაბარება ვლადიმერ პუტინისა და ბიძინა ივანიშვილის გარიგებაა:
“ეს ფართხა–ფურთხით შედგენილი ვითომ საქმეები, ეს გულისამრევი კამპანიები, რომელსაც აგორებენ, პირდაპირი მომზადება იყო, ნაჩქარევად. ეტყობა პუტინმა დაარტყა მუშტი– ხომ გითხარი და რამდენი უნდა ვიცადოთ, და ბოლოს ნაჩქარევად რაღაც გააკეთეს, მაგრამ, რა თქმა უნდა, ჩავალ საქართველოში, მაგრამ არა პუტინის სურვილის შესასრულებლად ახლა. ჩავამ მაშინ, როდესაც ყველანი ერთად საქართველოსა და რეგიონში მოვამზადებთ სიტუაციას, რომ ჩვენი რეგიონი ერთხელ და სამუდამოდ გათავისუფლდეს პუტინის მარწუხებისგან, მისი მარიონეტებისგან და თვითონ ვლადიმერ პუტინისგან. მე ამას, როგორც თავისუფალი ადამიანი, მივიყვან ბოლომდე. პუტინის და ზოგიერთი ქართველის ოცნება, მე შემზღუდონ, დარჩება ოცნებას. ოცნებები, უკვე უნდა დავრწმუნებულიყავით, რომ არ სრულდებიან, ან სრულდებიან სრულ კოშმარებად”.