“როდესაც ბოლოს თბილისში ვიყავი და შევხვდი ბატონ ივანიშვილს, ჩვენ შევთანხმიდით, რომ რევანშის პოლიტიკა დასრულდებოდა, რადგან ასეთი მიდგომა ძალიან საზიანოა საქართველოსთვის. რევანშის პოლიტიკას არ აქვს მომავალი ევროპაში. ასეთი ტენდენცია ძირს გამოუთხრის საქართველოს სანდოობას და მისი, როგორც წარმატებული ქვეყნის განვითარებას. “– განაცხადა კარლ ბილდტმა ქართველ ჟურნალისტებთან საუბრისას. კარლ ბილდტი ბრიუსელში, ფორუმზე იმყოფება.
შეგახსენებთ, რომ პროკურატურა სააკაშვილს მოწმის სახით დაკითხვაზე რამდენიმე სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით იბარებს, თუმცა იგი ამ დროისთვის საქრთველოში არ იმყოფება. სააკაშვილი პროკურატურაში 27 მარტს უნდა გამოცხადეს 13:00 საათზე. პროკურატურის ცნობით, უწყება გიული ალასანიას ჩაბარდა. მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ იგი საქართველოში დაკითხვის გამო ჩამოსვლას არ აპირებს.