კობა ხარშილაძეს ბრალი სისიხლის სამართლის კოდექსით 342–ე, სამსახურეობრივი გულგრილობის მუხლით ედება, სწორედ ამ მუხლით წაუყენეს ბრალი გუშინ, 21 მარტს, ზურაბ ჟვანიას დაცვის ცვლის უფროსს მიხეილ ძაძამიას, რომელიც ამჟამად დაკავებულია.
კობა ხარშილაძე უკვე იმყოფება პატიმრობაში. შეგახსენებთ, რომ 2013 წლის 24 დეკემბერს სააპელაციო სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა და ხარშილაძეს 400 ათასი ლარის ოდენობის გირაო პატიმრობით შეუცვალა.
კობა ხარშილაძე 2013 წლის 16 დეკემბერს დააკავა ფინანასთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა სამეწარმეო საქმიანობაში უკანონო მონაწილეობისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ბრალდებით, რომელიც 2007 წლის საქმეს ეხება.