ახალი ამბები

“რადიო თავისუფლების” ბაღდადის ბიუროს უფროსი მოკლეს

22 მარტი, 2014 •
“რადიო თავისუფლების”  ბაღდადის ბიუროს უფროსი მოკლეს

“საკონტროლო-გამშვებ პუნქტთან მომხდარი სროლის შედეგად, როდესაც ჩვენი კოლეგა სამსახურიდან ბრუნდებოდა. სროლა შაბათს პრეზიდენტის სასახლის ახლოს, კარადის რაიონში მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, სროლა განახორციელა სამხედრო პატრულმა. მიმდინარეობს ინციდენტის გამოძიება. ჰასან რაშიდის ჟურნალისტური ფსევდონიმით ცნობილი ოვაიდი ჟურნალიზმის ასოცირებული პროფესორი იყო ბაღდადის ალ მუსტაანსირიის უნივერსიტეტში. იგი 1993 წლიდან მუშაობდა ჟურნალისტად. სხვადასხვა დროს იყო რამდენიმე მედიასაშუალების სარედაქციო საბჭოს წევრი და თავმჯდომარე”.–წერს “რადიო თავისუფლება”. 

მასალების გადაბეჭდვის წესი