ახალი ამბები

საყდრისთან მისულ აქციის მონაწილეებს ტერიტორიაზე გაჩერების საშუალებას არ აძლევენ

22 მარტი, 2014 •
საყდრისთან მისულ აქციის მონაწილეებს ტერიტორიაზე გაჩერების საშუალებას არ აძლევენ

აქცია საყდრისში, ფოტო: თამარ მირიანაშვილი, 22 მარტი, 2014 წელი
აქცია საყდრისში, ფოტო: თამარ მირიანაშვილი, 22 მარტი, 2014 წელი

ამ დროისთვის ადგილზე 500–ზე მეტი მოქალაქეა შეკრებილი, პოლიცია კი მაქსიმალურად ცდილობს ეს ხალხი მთის ფერდობზე და მის შემოვლით გზებზე არ გაუშვას.

 

ხდება სიტყვიერი დაპირისპირება მოქალაქეებსა და RMG–ის წარმომადგენლებს შორის. RMG–ს არ წარმოუდგენია დოკუმენტი, რომელიც აქციის მონაწილეებს აღნიშნულ ტერიტორიაზე დგომის უფლებას უკრძალავს. 

 

ადგილზე იმყოფებიან სტუდენტური გაერთიანება “მწვანე მუშტის”  სტუდენტები.

 

აქციის სლოგანია „გამოფხიზლდი, დაიცავი საყდრისი!“

ჯაჭვი საყდრისის გარშემო, ფოტო: თამარ მირიანაშვილი, 22 მარტი, 2014 წელი
ჯაჭვი საყდრისის გარშემო, ფოტო: თამარ მირიანაშვილი, 22 მარტი, 2014 წელი

მასალების გადაბეჭდვის წესი