ახალი ამბები

Skype–ით დაკითხვა, იძულებითი მიყვანა – რა შეუძლია გამოძიებას სააკაშვილის დასაკითხად

22 მარტი, 2014 •
Skype–ით დაკითხვა, იძულებითი მიყვანა – რა შეუძლია გამოძიებას სააკაშვილის დასაკითხად

პროკურატურა სააკაშვილს მოწმის სახით დაკითხვაზე რამდენიმე სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით იბარებს, თუმცა იგი ამ დროისთვის საქრთველოში არ იმყოფება. სააკაშვილი პროკურატურაში 27 მარტს უნდა გამოცხადეს 13:00 საათზე. პროკურატურის ცნობით, უწყება გიული ალასანიას  ჩაბარდა. უცნობია, აპირებს თუ არა სააკაშვილი პროკურატურასთან თანამშრომლობას.

 

იურისტის თქმით, საპროცესო კოდექსი ითვალისწინებს დისტანციურ დაკითხვასაც, რაც გულისხმობს იმას, რომ პირს ჩვენების მიცემა Skype-ის მეშვეობითაც შეუძლია. ამასთან, თუ საზღვარგარეთ მყოფი პირი დაკითხვაზე გამოცხადებას ვერ ახერხებს, მან საგამოძიებო ორგანოებს ამის შესახებ წერილობით უნდა აცნობოს და დააკონკრეტოს ვადები, თუ როდის შეძლებს ქვეყანაში ჩამოსვლას, ხოლო თუ საგამოძიებო პროცესში მონაწილეობაზე საერთოდ უარს ამბობს, მაშინ პროკურატურას შეუძლია იძულებითი მიყვანის წესი გამოიყენოს.

 

მაია ხუციშვილი
მაია ხუციშვილი

ადვოკატის თქმით, სხვადასხვა საერთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე ქართულ მხარეს შეუძლია სხვა ქვეყნებს მიმართოს და პირის დაკითხვა იმ ქვეყნის ტერიტორიაზე მოხდება ადგილობრივი მოსამართლის ან პროკურორის მიერ, რომელშიც იმ დროისთვის იგი იმყოფება. თუმცა, ხუციშვილის თქმით, ეს ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ არეგულირებს ამ საკითხს ესა თუ ის ქვეყანა.

 

ექს–პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პროკურატურის დღევანდელ განცხადებას ამ დრომდე არ გამოხმაურებია. მისი თანაპარტიელები საგანგებო განცხადებას 14:00 საათზე გააკეთებენ. სააკაშვილი ორი დღის წინ ბრიუსელში ევროპის სახალხო პარტიის სხდომას ესწრებოდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი