“გავრცელებული ინფორმაცია, რომ საქართველოს უნივერსიტეტშია შესული საგამოძიებო სამსახური არის ტყუილი, ჩვენი სამსახური სწავლობს ალასანიას უნივერსიტეტის ბათუმის შენობის ერთ ლარად პრივატიზების დოკუმენტაციას, რაც სხვადასხვა რამეა”, – აცხადებს გიორგი გრძელიშვილი.
საქართველოს უნივერსიტეტის ერთ–ერთი დამაარსებელი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის დედა, გიული ალასანიაა. ის ასევე არის უნივერსიტეტის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე. საქართველოს უნივერსიტეტი თბილისში 2002 წლიდან ფუნქციონირებს, ბათუმის ფილიალი კი 2010 წელს გაიხსნა.