“ჩვენ, ამ ჯგუფის წევრები აქ ყველანი მოხალისეები ვართ, მათ შორის გიორგიც [საბანაძე]. მოხელისეობა და დირექტორობა [ერთდროულად] შეუძლებელი და შეუთავსებელი იყო. უფრო სხვა დატვირთვა აქვს დირექტორს და მაგიტომ მოხდა ეს ცვლილება. ახალი დირექტორი სრულად იქნება დატვირთული, გიორგი [საბანაძე] კი მოახილისე იყო, მას თავისი სხვა სამსახურიც აქვს”, – აცხადებენ “მოქალაქეში” და დასძენენ, რომ NGO-ში ახალი დირექტორის გარდა სულ 6 ადამიანი მუშაობს, რომელთაც ყველას მოხალისის სტატუსი აქვს. გიორგი საბანაზე ივანიშვილის NGO-ში რჩება, თუმცა, არა დირექტორის სტატუსით.
გარდა ამისა, რომ ნეტგაზეთს “მოქალაქეში” განუცხადეს, რომ გამომდინარე მოხალისის სტატუსიდან, საბანაძე ხელფასსაც არ იღებს.





