სააგენტოს ინფორმაციით, დოლიძის ქუჩაზე მდებარე შპს “ლიდია +”-სა და ფანასკერტელის ქუჩაზე – “Victoria G”-ში დაილუქა 210 ცალი კვერცხი, სხვადასხვა წარმოების კარაქი, სამარხვო სპრედი, შოკოლადის კარაქი, მოხარშული ძეხვი, “სერველადი”, ჩიპსი, ორცხობილა, რულეტი, შოკოლადის კანფეტები.
“ვადაგასული სურსათი კანონმდებლობის შესაბამისად განადგურდება”, – აცხადებენ სააგენტოში.
მათივე ინფორმაციით, ეტიკეტირების წესის დარღვევისთვის ჩიქოვანის ქუჩაზე მდებარე სუპერმარკეტი “ბიმის” ბიზნესოპერატორი 400 ლარით დაჯარიმდა.