სტადიონზე თანასწორობის მოძრაობის წევრებს ლგბტ დროშა პოლიციამ არ გააშლევინა

დინამოს სტადიონზე მიმდინარე საქართველო-ლატვიის ეროვნული ნაკრებების საფეხბურთო მატჩის დასასრულს პოლიციამ თანასწორობის მოძრაობის წევრებს ლგბტ დროშის გაშლის უფლება არ მისცა. 

მოძრაობის წევრებმა გიორგი თაბაგარმა და ცაბუნია ვართაგავამ დროშა ერთი წამით გაშალეს, თუმცა  ის პოლიციელმა წაართვეს.

აქციაზე მისვლას და პროტესტს გეგმავდა “ქართული მარში” რომლებიც  თავის მხარდამჭერებს მოუწოდებსდნენ გაეპროტესტებინათ თამაშში ნაკრების ვიცეკაპიტნის გურამ კაშიას მონაწილეობა. კაშია ჰომოფობიური განწყობის მქონე ადამიანების მხრიდან თავდასხმის ობიექტი მას შემდეგ გახდა, რაც ფეხბურთელმა სექსუალური უმცირესობის მხარდასაჭერად ლგბტ სამკლაური გაიკეთა.

2018 წლის 30 აგვისტოს უეფამ გურამ კაშიას თანასწორობის ჯილდო გადასცა.

9 სექტემბერს სტადიონზე კაშიას ანტიჰომოფობიური აქციით მადლობელი მოქალაქეები სოლიდარობის ნიშნად ლგბტ სამკლაურით მივიდნენ.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი