რუსთავლის ძეგლთან შეკრებილი მოქალაქეები დაუნის სინდრომის მქონე ადამიანების სოლიდარობის ნიშნად ზოლიან წინდებს ყიდდნენ, ხოლო წინდებიდან შემოსული თანხა ინფორმაციული კამპანიის ჩატარებას მოხმარდება. ლია ბახტაძის, კავშირის “ჩვენი ბავშვები” წარმომადგენლის თქმით, მიმდინარე კვირაში იგეგმება სემინარები და ტრენინგები, რათა მეტი ინფორმაცია მიაწოდონ საზოგადოებას.
დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე ორგანიზაციამ Down Syndrome International 21 მარტს პირველად 2006 წელს აღნიშნა, ხოლო 2011 წლიდან ამ დღეს გაეროც აღნიშნავს მთელს მსოფლიოში.
ლია ტაბატაძის თქმით, Down Syndrome International-ის მიერ 2013 წლიდან აღინიშნება “ჭრელი წინდების” კამპანია, რომელიც მიზნად ისახავს განვითარებად ქვეყნებში ცნობიერების ამაღლებას.
“ეს პროგრამა ხელს უწყობს განვითარებად ქვეყნებში დაუნის სინდრომის შესახებ ინფრომაციის მიწოდებას ოჯახებისთვის, საზოგადოებისთვის. ჭრელი წინდები არის X ქრომოსომის ნიშანი. ჭრელი წინდა მოგვცემს საშუალებას საზოგადოებასთან ურთიერთობის და კომუნიკაციის”,- ამბობს ლია ტაბატაძე.
დაუნის სინდრომი ინგლისელმა მეცნიერმა ჯონ ლანგდონ დაუნმა 1866 წელს აღწერა. დაუნის სინდრომით იბადება ყოველი 800 ბავშვიდან ერთი. დაუნის სინდრომის მქონე ბავშვი შესაძლოა ეყოლოს ნებისმიერ ადამიანს. დაუნის სინდრომი დაავადება კი არა, გენეტიკური ცვლილებაა. დაუნის სინდრომი არც მემკვიდრეობითია და არც გადამდები.