ახალი ამბები

დალასში პოლიციელი შეცდომით სხვის სახლში შევიდა და მასპინძელი მოკლა

8 სექტემბერი, 2018 •
დალასში პოლიციელი შეცდომით სხვის სახლში შევიდა და მასპინძელი მოკლა

26 წლის ბოთამ ჯენი ემსხვერპლა პოლიციელის მიერ გასროლილ ტყვიას აშშ-ში, დალასში. შემთხვევა 7 სექტემბერს მოხდა.

ამერიკული ტელეარხ CBS-ის ცნობით, ადგილობრივი პოლიციელი მორიგეობის შემდეგ დაბრუნდა სახლში. მას ეგონა, რომ საკუთარ საცხოვრებელ ბინაში შედიოდა, თუმცა სართული აერია. როდესაც პოლიციელი გასაღებით კარის გაღებას ცდილობდა, ის შიგნიდან გააღო 26 წლის ბიჭმა. პოლიციელმა მას დაუყონებლივ ესროლა გულ-მკერდის არეში. გასროლის შემდეგ მან სასწრაფო დახმარება გამოიძახა.

გამომძიებელმა თქვა, რომ მათ აქვთ უფრო მეტი კითხვა, ვიდრე პასუხი. პოლიციელი ჯერ დაკავებული არ არის, თუმცა ის სამსახურს დროებით ჩამოაცილეს. მოსალოდნელია, რომ მას ბრალს მკვლელობისთვის წაუყენებენ.

მთავარ ფოტოზე: მოკლული ბოთამ ჯენი. ფოტო: CBS

მასალების გადაბეჭდვის წესი