აღნიშულ ვიდეოსთან დაკავშირებით კომენტარი ამერიკის ელჩმა რამდენიმე წუთის წინ გააკეთა:
“მნიშვნელოვანია, საგამოძიებო სტრუქტურებმა უზრუნველყონ მართლმსაჯულების მაღალი ხარისხი და კანონის უზენაესობა”, – აცხადებს ნორლანდი.
მისივე თქმით, ზურაბ ჟვანიას საქმის გამოძიებაში დახმარებისთვის თავის დროზე საქართველოს მთავარობამ მიმართა ამერიკის შეერთებულ შტატებს:
“თუ ამ შემთხვევაშიც მოგვმართავენ, ამასაც აუცილებლად განვიხილავთ”, – განაცხადა რიჩარდ ნორლანდმა “ქორთიარდ მარიოტში” დაგეგმილი მრგვალი მაგიდის დაწყებამდე, რომელსაც ელჩთან ერთად იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანიც ესწრება. წულუკიანს ამ საკითხზე კომენტარი არ გაუკეთებია.