ავთანდილ ბერიძის გადაყენება იმ შემთხვევაში იქნებოდა შესაძლებელი, თუ ამას მხარს დაუჭერდა სრული შემადგენლობის უმრავლესობა, ანუ სხდომის მინიმუმ 11 წევრი.
უმრავლესობის არც ერთმა წევრმა კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო (21 დეპუტატიდან მონაწილეობა მხოლოდ რვამ მიიღო). შესაბამისად, გადაწყვეტილება აღნიშნულ საკითხზე არ იქნა მიღებული.
უმრავლესობის წევრის, დავით ბაციკაძის განმარტებით, უმრავლესობა ნაციონალური მოძრაობის მიერ დადგმულ ფარსში არ მიიღებდა მონაწილეობას და ამიტომ ერთსულოვნად გადაწყვიტეს არ მიეღოთ მონაწილეობა კენჭისყრაში. მისი განმარტებით, ავთანდილ ბერიძე თავის მოვალეობას შესანიშავად ასრულებს და დანარჩენი ხალხმა უნდა შეაფასოს.
ნაციონალური მოძრაობის ფრაქციის თავმჯდომარის, ირაკლი ბარამიძის თქმით კი, უმრავლეობის მხრიდან ამ გადაწყვეტილების მიღებაში როლი მურმან დუმბაძემ ითამაშა – ”ფარულ კენჭისყრაში რომ მიეღო მონაწილეობა უმრავლესობას, ოთხი ადამიანი დაუჭერდა მხარს ავთანდილ ბერიძის გადაყენებას. მონაწილეობა ერთმანეთის უნდობლობის გამო არ მიიღეს” – ამბობს ის.