ახალი ამბები

მინისტრები გავრცელებული კადრების ავთენტურობაზე ინფორმაციას არ ფლობენ

20 მარტი, 2014 •
მინისტრები გავრცელებული კადრების ავთენტურობაზე ინფორმაციას არ ფლობენ

დავით სერგეენკო აცხადებს, რომ პირველ რიგში ამ მასალის ავთენტურობა უნდა დამტკიცდეს:

 

“მე ვერ გავაკეთებ შეფასებას, ავთენტურია თუ არა ეს კადრები, თუმცა, ვფიქრობ, არსებობენ პროფესიონალები და ისინი ყველა კითხვას გასცემენ პასუხს”, – განაცხადა დავით სერგეენკომ მთავრობის სხდომის დაწყებამდე.

სასჯელაღსრულების მინისტრის თქმით კი, იგი იმედოვნებს, რომ საქმე მალე გაიხსნება:

 

“მასალის ავთენტურობაზე ვერაფერს მოგახსენებთ, რაც შეეხება გამოძიებას, ჯერ კიდევ ყოფილმა მთავარმა პროკურორმა, არჩილ კბილაშვილმა განაცხადა, რომ გამოძიება მიმდინარეობდა ინტენსიურად და საზოგადოებისათვის მალე გახდება ცნობილი ყველა დეტალი. ასე რომ, მეც თქვენთან ერთად ველოდები, როდის გავიგებთ რა მოხდა სინამდვილეში”, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი