ახალი ამბები

ლევან ბეჟაშვილი: ყველამ კარგად ვიცით, ვის მიუწვდება ამ გამოძიების მასალებზე ხელი

19 მარტი, 2014 •
ლევან ბეჟაშვილი: ყველამ კარგად ვიცით, ვის მიუწვდება ამ გამოძიების მასალებზე ხელი

“მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლებაში არიან, გამოძიება ჩაატარეს და ექსპერტები და უამრავი ადამიანი ხელახლა დაიკითხა და ვერაფერი კონკრეტული ვერ დადეს, ეს ადამიანები კვლავ ცდილობენ ასეთი ბინძური მეთოდებით საზოგადოებრივ აზრზე მანიპულირებას ასეთი უხეში ფორმებით.


პირველი, რაც უნდა გააკეთოს ობიექტურმა ხელისუფალმა, გამოიძიოს, თუ როგორ მოხვდა სოციალურ ქსელებში ეს კადრები, რომელიც გამოძიების მასალებშია. ყველამ კარგად ვიცით, ვის მიუწვდება დღეს ამ გამოძიების მასალებზე ხელი,” – აცხადებს ბეჟაშვილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი