გამოძიების ინფორმაციით, ჯემალ ხვედელიძემ ხაშურის მუნიციპალიტეტში მდებარე მიწის ნაკვეთზე, სასტუმროს მშენებლობისთვის საჭირო პროექტის მომზადებისა და სამშენებლო ნებართვის მიღებაში დახმარების სანაცვლოდ, მოქალაქისაგან ქრთამის სახით 4 000 აშშ დოლარი აიღო.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით.