“მე ოთარს ვიცნობდი. ახლოს არა, მაგრამ ვიცნობდი და ძალიან კაცური და ვაჟკაცი კაცია. ის აბსოლუტურად ადეკვატურად მოიქცა. მე არ ვიცი, როგორ მოხდა დანიშვნა, რომ გამოეპარათ. ეს ქართული ხასიათია. ქართველები ელექტრონიკას ვყიდულობთ და პირდაპირ დენში ვრთავთ, არც ერთი ვკითხულობთ ინსტრუქციას. ზუსტად ასე მოხდა, ჩემი აზრით, არც მან მიაქცია ყურადღება, არც გუნდმა, რამეთუ მას მანამდე ჰქონდა მაღალ თანამდებობებზე ნამუშევარი და მანამდეც უნდა მიქცეოდა ყურადღება”, – განაცხადა ივანიშვილმა.
მისივე თქმით, როდესაც ფარცხალაძის ნასამართლეობის თემა აიწია, პირველი ის მივიდა პრემიერთან და გადადგომა მოითხოვა, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ მისი იმ პოსტზე ყოფნით კანონი არ ირღვეოდა, გუნდა ცოტა ხანი დაიცადა, ხოლო შემდეგ, როცა ნათელი გახდა, რომ ეს ყველაფერი საზოგადოებისათვის მიუღებელი იყო, ღარიბაშვილმა შესაბამისი გადაწყვეტილება მიიღო.





