თუმცა, როგორც ივანიშვილმა იმედის ეთერით განაცხადა, ასევე უნდა შენარჩუნდეს ის ისტოირიულ-კულტურული ძეგლიც:
“საყდრისზე მე ძალიან ბევრი ვიმუშავე და ძალიან ბევრი დრო დავხარჯე. თუ გახსოვთ, დიდი კონფერენცია ჩავატარეთ, ყველას დავუძახეთ, ვისაც განსხავვებული მოსაზრება ჰქონდა, ექსპერტებიც იყვნენ და იქ მე პრაქტიკულად ყველა მოვარიგე. არავის არავითარი პრეტენზია არ ჰქონდა. ღია კარის მტვრევა მიდის დღესაც, რამეთუ ვიღაცას პირადულის წარმოჩენა უფრო სურს, ვიდრე საქმეზე ზრუნვა. იქ ყველაფერი მოგვარებული იყო. მე არ ვეხები იმ თემას, იქ მართლა ხდებოდა თუ არ ოქროს მოპოვება ადრე. ჩემი სურვილია დავიჯეროთ, რომ იქ ასეთი მუზეუმი მართლაც იყო. ახლა საკითხი დგას ასე: იქვე უნდა დავტოვოთ ის, თუ შეიძლება მისი გადატანა. მსოფლიოში უფრო მნიშვენლოვანი მუზეუმების გადატანის მაგალითებიც არსებობს. არაფერი პრობლემა არ არის, რომ მოხდეს მისი გადატანა, შევინარჩუნოთ ის და ამავდროულად დავეხმაროთ ტურიზმს”, – განაცხადა მან.





