ახალი ამბები

ექს-პრემიერი: გურამ ოდიშარია კარგი ადამიანია, მაგრამ ეს არაა საკმარისი

18 მარტი, 2014 •
ექს-პრემიერი: გურამ ოდიშარია კარგი ადამიანია, მაგრამ ეს არაა საკმარისი

 

“მე შემიძლია გითხრათ თამამად, რომ კულტურის მინისტრი ძალიან კარგ მინისტრებში არ გადის. კულტურის მინისტრი გადის იმ მინისტრებში, რომლებიც საჭირობენ შემდგომ განვითარებას. ის ძალიან კარგი ადამიანია, დიდ პატივს ვცემ, გულწრფელია, მაგრამ ეს არ ყოფნის იმას, რომ იყო კარგი პროფესიონალი. მას აკლია გამოცდილება, პრინციპულობა, გადაწყვეტილების მიღების დროულობა და ასე შემდგომ.

 

მე შემიძლია პრემიერი საუკეთესოდ დავახასიათო. მახსენებს ჩემს ახალგაზდობას. ჩემზე უკეთესია. უფრო ენერგიულია ჩემზე, მე მალე 60 წლის გავხდები, 31 წლის ირაკლი კი ძალიან ბევრს მუშაობს. ამ ასაკში მეც 24 საათს ვმუშაობდი როგორც ირაკლი, მაშინ ბიზნესი მქონდა დაწყებული. მეც მაოცებს თავისი ნიჭიერებით, ყველაფერი კარგად გამოსდის. 

 

ზოგადად მე ვფიქრობ, რომ მთავრობა ნორმალურად მუშაობს, გადაცდომები, რა თქმა უნდა, არის. როგორ შეიძლება, რომ ამხელა მთავრობა გადაცდომების გარეშე მუშაობდეს. ვინც აკეთებს საქმეს, ეშლება კიდეც, მაგრამ ეს არ არის სიცრუე, იდეოლოგიური გადაცდომა. გლობალურად, ნორმლაურად ფუნქციონირებს მთავრობა”, – განაცხადა არასამთავრობო ორგანიზაცია “მოქალაქის” დამფუძნებელმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი