ახალი ამბები

ივანიშვილის აზრით, უკრაინაში განვითარებულ პროცესებში წვლილი ახალ მთავრობასაც მიუძღვის

18 მარტი, 2014 •
ივანიშვილის აზრით, უკრაინაში განვითარებულ პროცესებში წვლილი ახალ მთავრობასაც მიუძღვის

“ძალიან კარგი გამონათქვამები იყო”, – განაცხადა ივანიშვილმა. 

 

იგი არ იზიარებს მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ რუსეთმა საქართველოს წინააღმდეგაც შეიძლება განახოციელოს რაიმე ტიპის აგრესია, რადგან კრემლს ამის დამატებითი რესურსები არ გააჩნია.

 

“მე პირიქით მგონია, როგორც არ უნდა განვითარდეს მოვლენები, ეს იქნება მძიმე რუსეთის სახელმწიფოსთვის. მას ძალიან დაუმძიმდება საერთაშორისო სიტუაცია. რუსეთი საერთაშორისო მასშტაბით იმუნიტეტს დაკარგავს, რაც ჩვენ შესაძლებლობას მოგვცემს უფრო სწრაფად შემოვირიგოთ და შემოვიერთოთ აფხაზები და ოსები”.

 

ივანიშვილი დღესაც თვლის, რომ საქართველოს წინა ხელისუფლებას სწორი ნაბიჯების შემთხვევაში 2008 წლის ომის თავიდან აცილება შეეძლო. მეტიც, ექს-პრემიერის განცხადებით, გადაცდომები უკრაინის ახალ ხელისუფლებასც ჰქონდა:

 

“მე შევეცდები, რომ წარსულზე ცოტა ვისაუბრო, რამეთუ ამ ანალიზის გაკეთებით შეიძლება ავცდეთ და ისევ ნაციონალებს მივცეთ სასაუბრო. უკრაინის ხელისუფლების მხრიდან საუბედუროდ ბევრი გადაცდომები იყო და ამ პროცესების განვითარებაში გარკვეული წვლილი მათაც მიუძღვით, მაგრამ ის, რაც მოხდა, არის დასაგმობი, ეს არის საშინელება და ეს პროცესი გრძელდება. მე პირადად დარწმუნებული ვარ, რომ მთელი ქართველი ხალხი მთლიანად დავუდგებით გვერდში უკრიანის ხელსიუფლებას საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ უკრაინამ ტერიტორიული მთლიანობა შეინარჩუნოს. ვისურვებდი, რომ ეს ყვეალფერი მშვიდობიანი გზით მომხდარიყო. ჩემი აზრით, პროცესების მშვიდობიანად განვითარების ალბათობა გაცილებით დიდია და ღმერთმა ნუ ქნას, რომ პროცესები ესკალაციებით გადაიფაროს. ჩვენც საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად უნდა ჩავერთოთ ამ ფერხულში და მაქსიმალურად დავუჭიროთ მხარი ჩვენს მოძმე უკრაინას”, – განაცხადა ივანიშვილმა.

 

ექს-პრემიერმა უკრაინაში მოსალოდნელი განვითარებების შესახებ თავის პროგნოზზეც ისაუბრა:

 

“მე ბევრი ანალიტიკოსის გამონათქვამი წავიკითხე. ჩემი გუნდის ყოფილ წევრებთან მე მაქვს შეხვედრები და უკრაინაში დაწყებული კრიზისის შემდეგ მე ერთი ერთზე გავაკეთე ანალიზი. ვინც მოისმინა და ნახა: თითქმის დღეებში და წუთებში ანალიზი გავაკეთე, თუ როგორ შეიძლებოდა რომ მოვლენები განვითარებულიყო. ანალიზისას უნდა გავზომოთ რესურსები, ანუ ვის როგორი რესურსი აქვს: ერთი მხრივ, რა რესურსი აქვს საერთაშორისო თანამეგობრობას რუსეთზე ზეწოლისთვის და მეორე მხრივ, რა რესურსი და მადა აქვს თვითონ რუსეთს. ყირიმთან დაკავშირებით რუსეთი არაფერზე არ დაიხევს უკან და ყველა რესურსს გამოიყენებს, რაც კი გააჩნია. თუ დიდი ზეწოლა იქნება, პასუხიც დიდი იქნება რუსეთისგანაც. იმის იქით რუსეთს დიდი რესურსი არ აქვს. მან შეიძლება იბრძოლოს უკრაინის ფედერალურ მოწყობაზე, მაგრამ ყველაფერი დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ როგორ იმოქმედებს საერთაშორისო თანამეგობრობა და რა რესურსებს დახარჯავს. იქაც რესურსებზეა საუბარი. ამოუწურავი რესურსები არც ევროპას გააჩნია და არც ამერიკას. იქნება რეურსების ჭიდილი. თუ საერთაშორისო თანამეგობრობა იმაზე მეტ რესურსს დახარჯავს, ვიდრე ეს საქართველოს შემთხვევის დროს დაიხარჯა, მაშინ რუსეთის მადა ყირიმზე გაჩერდება”, – განაცხადა ივანიშვილმა და ივარაუდა, რომ დასავლეთი თავის რესურსებს ზომიერად დახარჯავს, რაც არ იქნება საკმაირისი იმისათვის, რომ რუსეთმა ყირიმიდან უკან დაიხიოს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი