როგორც მან გადაცემა “პოლიტიკის დროში” სტუმრობისას განაცხადა, ის ნაცმოძროაბის განცხადებებს ყურადღებასაც აღარ აქცევს:
“ოპოზიციას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს საერთო პოლიტიკურ პროცესებში. ნაციონლაურმა მოძრაობამ, რომელიც დღეს ძირითად ოპოზიციურ ძალად ისახება, ვერ მოახერხა და ვერ შეცვალა თავისი ძირითადი იდეოლოგია – სიცრუე. ნაციონალური მოძრაობის გამონათქვამებს მე უკვე ყურადღებასაც აღარ ვაქცევ, რამეთუ არაობიექტურები არიან”, – განაცხადა ივანიშვილმა.
