როგორც ყაზახეთის საგარეო უწყების მიერ დღეს, 18 მარტს გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ასტანაში ეს რეფერენდუმი აღიქვეს, როგორც ყირიმის ავტონომიური რესპუბლიკის მოქალაქეების მხრიდან თავისუფალი ნების გამოხატვის საშუალება.
“ჩვენ გაგებით ვეკიდებით რუსეთის გადაწყვეტილებასაც”, – ნათქვამია ყაზახეთის განცხადებაში.
ოფიციალური ასტანა ასევე აცხადებს, რომ უკრაინის კრიზისის მშვიდობიანად დაძლევას უჭერს მხარს.