რუსული მედიის ცნობით, ეს ინიციატივა უკავშირდება რუსეთის კანონს, რომელიც ფედერაციას ახალი სუბიექტების გამარტივებულად მიერთებას უწყობს ხელს.
მიხეილ ბურლას აზრით, ყირიმის პარალელურად რუსეთს დნესტრისპირეთიც უნდა შეუერთდეს. 2006 წელს დნესტრისპირეთში ჩატარებული “რეფერენდუმის” შედგების მიხედვით, მოსახლეობის 97,2-მა პროცენტმა რუსეთთან მიერთების სურვილი გამოთქვა.
დღეს რუსეთმა ყირიმი და სევასტოპოლი მიიერთა.
მოლდოვას პრემიერ–მინისტრმა იური ლიანკემ bbc-ის განუცხადა, რომ ის, რაც ყირიმში ხდება, მისი ქვეყნისთვის სიახლე არ არის:
“ჩვენ ძალიან ვწუხვართ უკრაინის მოვლენების გამო”, – განაცხადა მან.





