“1. აუცილებელია ხელისუფლება ზოგადი შეშფოთებიდან გადავიდეს კონკრეტული მოქმედებების პოლიტიკაზე. საქართველომ მხარი უნდა დაუჭიროს ყველა იმ სანქციას, რომელსაც ცივილიზებული მსოფლიო მიმართავს რუსეთის წინააღმდეგ.
2. საქართველოს მთავრობამ უნდა გადადგას რადიკალური ნაბიჯები ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანებისაკენ.
3. აუცილებელია საქართველოს ხელისუფლებამ დაიკავოს მკაფიო პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ დღეს საქართველოს გამთლიანების შანსი არის არა რუსეთის არგაღიზიანების მცდელობაში, არამედ დასავლეთისა და ცივილიზებული სამყაროს გამარჯვებაში ამ დაპირისპირებაში.
4. აუცილებელია ხელისუფლებამ გააკეთოს ყველაფერი, რათა უკრაინის საკითხთან ერთად მუდმივად ფიგურირებდეს საქართველოს თემა. არავის არ უნდა მივცეთ იმის დავიწყების საშუალება, რომ რუსეთმა ექვსი წლის წინ იგივე გააკეთა, როდესაც მოახდინა ორი რეგიონის უკანონო ოკუპაცია. ჩვენ, როგორც მთავარი ოპოზიციური პარტია მზად ვართ, რომ ამ მიმართულებით ყველა ნაბიჯი გადავდგათ. მოვუწოდებთ მთავრობას კონკრეტული მოქმედებებისკენ” – განაცხადა დავით ბაქრაძემ.