გამოცემის თანახმად, სიმფეროპლოში სამხედრო-ტოპოგრაფიული მმართველობის ფოტოგრამეტრიკული ცენტრისა და უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარი ნავიგაციური მმართველობის ცენტრის შტურმი მიმდინარეობს.
“ობიექტის მიმდებარე სახლის ფანჯარასთან რუსი სნაიპერები მუშაობენ. ჩვენი მონაცემებით, ამ დროისთვის ერთი ადამიანია დაჭრილი,” – აცხადებს საინფორმაციო წინააღმდეგობის ჯგუფის ორგანიზატორი დმიტრი ტიმჩუკი Facebook-ის საკუთარ გვერდზე.