ახალი ამბები

ლევან სამადაშვილი მთავრობიდან არასამთავრობო სექტორში მიდის

18 მარტი, 2014 • • 3261
ლევან სამადაშვილი მთავრობიდან არასამთავრობო სექტორში მიდის

როგორც ნეტგაზეთს იუსტიციის სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, სამადაშვილმა ეს გადაწყვეტილება თვითონ მიიღო:

 

“ცხადია, მან მიიღო ეს გადაწყვეტილება. ის და მინისტრი შეთანხმდნენ. თუ თქვენ გაინტერესებთ, იყო თუ არა სკანდალი, ეგეთი არაფერი ყოფილა. ლევანი არის და იქნება ერთ–ერთი ყველაზე კარგი კადრი”, – უთხრა ნეტგაეთს სამინისტროს პრესცენტრის ხუფოსმა მარიამ სხილაძემ.

 

ლევან სამადაშვილი ამ ინფორმაციას ადასტურებს:

 

“გიდასტურებთ ამ ინფორმაციას. მე მაქვს სამომავლო გეგმები. მე გადავწყვიტე, რომ ჩემი სამომავლო კარიერა არასამთავრობო სექტორს დავუკავშირო და ორშაბათიდან გავდივარ შესაბამის სამსახურში. უკვე 1,5 წელია რაც ამ სერვისების სააგენტოში ვმუშაობ და ჩავთვალე, რომ ახლა ასეთი გადაწყვეტილება უნდა მიმეღო”, – აცხადებს იგი და დასძენს, რომ მუშაობას არასამთავრობო ორგანიზაცია ინოვაციებისა და რეფორმების ცენტრში გააგრძელებს.

 

მარიამ სხილაძის ინფორმაციით, ლევან სამადაშვილს სააგენტოს ხელმძღვანელის პოსტზე ყოფილი მოსამართლე სოსო ბაღათურია შეცვლის, რომელსაც იუსტიციის მინისტრი თვითონ წარადგენს.

მასალების გადაბეჭდვის წესი