ახალი ამბები

პუტინმა ფედერალურ კრებას მოუწოდა, რომ რუსეთს ყირიმი და სევასტოპოლი შეუერთონ

18 მარტი, 2014 •
პუტინმა ფედერალურ კრებას მოუწოდა, რომ რუსეთს ყირიმი და სევასტოპოლი შეუერთონ

რუსეთის ფეერაციის საბჭო ამ გადაწყვეტილებას ტაშით შეხვდა. პუტინის განმარტებით, იგი ამ გადაწყვეტილებას ყირიმში 16 მარტს ჩატარებული რეფერენდუმის შედეგის საფუძველზე იღებს. 

 

ფედერალურ კრების ბოლოს ყირიმის და სევასტოპოლის რუსეთის ფედერაციაში შესვლის თაობაზე მოსამზადებელი შეთანხმების რატიფიცირება განხორციელდა. დოკუმენტს რუსეთის მხრიდან ხელი პუტინმა მოაწერა, ხოლო ყირიმის მხრიდან – უმაღლესი საბჭოს ლიდერმა ვლადიმირ კონსტანტინოვმა და ყირიმის ავტონომიური რესპუბლიკის პრემიერმა სერგეი აქსენოვმა, რომელსაც ოფიციალური კიევი არ აღიარებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი