ახალი ამბები

უსუფაშვილი: ვისურვებდი, რომ უფრო სიღრმისეულად იყოს საიას ანალიზი გაკეთებული

18 მარტი, 2014 •
უსუფაშვილი: ვისურვებდი, რომ უფრო სიღრმისეულად იყოს საიას ანალიზი გაკეთებული

პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე დეპუტატებმა მთავარი პროკურორისთვის პარლამენტის წევრ როლანდ ახალაიას სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემაზე პარლამენტის თანხმობის შესახებ ისაუბრეს, რა დროსაც უსუფაშვილი საიას განცხადებას გამოეხმაურა:

 

“მოხარული ვარ, რომ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია აქტიურია და ავანგარდშია მიმდინარე მოვლენების, თუმცა ნამდვილად ვისურვებდი, რომ ცოტა უფრო სიღრმისეულად იყოს ანალიზი გაკეთებული ამ კონკრეტულ შემთხვევაშიც, მაგრამ კარგია, რომ აქტიურობენ, ზოგჯერ შეცდომები ჩვენც მოგვდის, რა მოხდა მერე? შესაძლოა მათაც შეეშალოთ ხოლმე რამე, არაუშავს,” – აღნიშნა უსუფაშვილმა.

 

საია უარყოფითად აფასებს ინიციატივას არაკონსტიტუციურობის მოტივით სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში შეტანილ იქნას იმგვარი ცვლილებები, რაც პროკურატურას უფლებას მისცემს, დეპუტატის მიმართ დაიწყოს სისხლისსსამართლებრივი დევნა პარლამენტის თანხმობის გარეშე.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი