ახალი ამბები

სტაჟირება შესაძლოა სამუშაო გამოცდილებად ჩაითვალოს

3 სექტემბერი, 2018 • 8319
სტაჟირება შესაძლოა სამუშაო გამოცდილებად ჩაითვალოს

კანონპროექტს, რომლის მიხედვით სტაჟირება შესაძლოა სამუშაო გმაოცდილებად ჩაითვალოს, იურიდიულმა კომიტეტმა მხარი დაუჭირა. კანონრპოექტის ინიციატორია ფრაქცია ,,ქართული ოცნება – ძლიერი საქართველოსთვის”.

დოკუმენტის მიხედვით, ცვლილებები   ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონსა და ,,შრომის კოდექსში“ უნდა შევიდეს და მისი მიღების შემთხვევაში, საკანონმდებლო აქტის დონეზე ჩამოყალიბდება სტაჟირებისა და სტაჟიორის ცნებები. კანონპროექტის მიღების შემთხვევაში, სტაჟირების პერიოდი სამუშაო გამოცდილებად ჩაითვლება.

როგორც კანონპროექტის ავტორები აცხადებენ, დღესდღეობით არ არსებობს სისტემური რეგულირება სტაჟირების ინსტიტუტთან დაკავშირებით:

“არსებობს გარკვეული საკანონმდებლო აქტები, სადაც ცალკეულად გაბნეულია სტაჟირების მომწესრიგებელი ნორმები, ასევე, საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 ივნისს გამოცემული N410 დადგენილება. თუმცა არც აღნიშნული დოკუმენტიაა გამყარებული საკანონმდებლო აქტის დონეზე რეგულირებით, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ინსტიტუტის არასისტემურ მოწესრიგებას და აუცილებელს ხდის ამ საკანონმდებლო ინიციატივის მიღებას”, – აცხადებენ კანონპროექტის ავტორები.

მათი თქმით, ამჟამად  პრაქტიკაში არსებობს აღნიშნული ინსტიტუტი, თუმცა სტაჟიორები და პრაქტიკანტები ვერ სარგებლობენ ვერანაირი შეღავათებით სტაჟირების გავლის მიუხედავად:

“ფრაქციაში მიჩნევენ, რომ აღნიშნული ცვლილებით ახალგაზრდებისთვის გაჩნდება პერსპექტივა საკუთარი შესაძლებლობების სრულყოფილი რეალიზებისთვის, ხოლო სტაჟირების ინსტიტუტის სისტემური განვითარება თანაბრად წაადგება როგორც ახალგაზრდების ინტერესებს, ასევე იმ სახელმწიფო და კერძო ორგანიზაციებს, რომელთათვისაც მნიშვნელოვანია ეტაპობრივად და საფუძვლიანად კარიერული საფეხურების გავლის შედეგად ჩამოყალიბებული საკადრო რესურსი”, –  ვკითხულობთ ფრაქციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი