თბილისში უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის ინიციატივით გაემგზავრნენ.
სტუდენტური თვითმმართველობის წევრის, უჩა აბრამიშვილის განმარტებით, მამა გაბრიელის ნეშტის მონახულების მსურველ სტრუდენტთა რეგისტრაცია 10 დღეს გრძელდებოდა. ორგანიზატორების თქმით, სტუდენტების მგზავრობის ხარჯების დიდი ნაწილი სამშენებლო კომპანია „ორბი ჯგუფმა“ დააფინანსა, დამატებით სამი ავტობუსი კი სტუდენტებმა საკუთარი სახსრებით დაიქირავეს.
„დიდი ხანია გვინდოდა მამა გაბრიელის საფლავზე წასვლა. ინდივიდუალურად ვერ ვახერხებდით, უნივერსიტეტის დახმარებით ყველას შესაძლებლობა მოგვეცა მისი საფლავი მოგვენახულებინა,“ – აღნიშნა ვერიკო გურგენიძემ.
„პირველად მივდივარ. მამა გაბრიელის საფლავის დიდი მადლი გადმოვა ჩვენზე“, – განაცხადა ზურა დარჩავამ, მესამე კურსის სტუდენტმა.
სტუდენტებთან ერთად მამა გაბრიელის ნეშტის მოსალოცად ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის 30 პროფესორ-მასწავლებელიც გაემგზავრა.
სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები მახათას მთის, სვეტიცხოვლის, გელათისა და ბაგრატის მოლოცვასაც აპირებენ.
ხვალ უნივერსიტეტში სასწავლო დღეა, თუმცა, როგორც ორგანიზატორები ამბობენ, სტუდენტების გამგზავრება სწავლის პროცესს ხელს არ შეუშლის. „იმხელა მადლი გადმოვა ჩვენზე, რომ ერთი დღის გაცდენით არაფერი დაშავდება“ – აღნიშნეს სტუდენტებმა.