ინტენსიური თოვის გამო თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის ჩუმათელეთი-ხუნევი მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებით, აღნიშნული გზის დანარჩენ მონაკვეთებში ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს, გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე ზვავსაშიშროებაა, რის გამოც აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. აღნიშნული გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
ასევე, ინტენსიური თოვის გამო ბორჯომი-ბაკურიანი-ახალქალაქის საავტომობილო გზის კმ1-კმ30 მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
წვიმის შედეგად ინტენსიური ქვისცვენის გამო ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ90-კმ100 (დიზი-ლახამულა) მონაკვეთში 18 მარტის დილის 08:00სთ-მდე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.