ახალი ამბები

აშშ-ის სანქციები რუსეთის ჩინოვნიკების წინააღმდეგ

17 მარტი, 2014 •
აშშ-ის სანქციები რუსეთის ჩინოვნიკების წინააღმდეგ
აშშ-ის სანქციები გათვალისწინებულია ფედერაციის საბჭოს სპიკერის, ვალენტინა მატვიენკოს, ვიცე-პრემიერის, დიმიტრი როგოზინის, რუსეთის პრეზიდენტის მრჩევლის, სერგეი გლაზიევის, პრეზიდენტის დამხმარის, ვლადისლავ სურკოვის, ფედერაციის საბჭოს წევრის, ანდრეი კლიშასისა და დეპუტატების, ელენა მიზულინას და ლეონიდ სლუცკის მიმართ.

ასევე, სანქციები დაწესებულია უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის, ვიქტორ იანუკოვიჩისა და უკრაინის სხვა რამდენიმე ყოფილი მაღალჩინოსნის მიმართ.

ამასთან, ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ სანქციები შესაძლოა გაფართოვდეს.
 
 
 
 

მასალების გადაბეჭდვის წესი