ახალი ამბები

მოსკოვს სურს უკრაინაში მეორე სახელმწიფო ენად რუსული გამოცხადდეს

17 მარტი, 2014 •
მოსკოვს სურს უკრაინაში მეორე სახელმწიფო ენად რუსული გამოცხადდეს
ოფიციალურ განცხადებაში მოსკოვი აცხადებს, რომ უნდა შეიქმნას უკრაინის პოლიტიკური ძალებისთვის მისაღები, აშშ-ისა და ევროკავშირის წარმომადგენლებით დაკომპლეტებული უკრაინის საერთაშორისო მხარდაჭერის ჯგუფი, უნდა გამყარდეს  გაეროს უშიშროების საბჭოს რეზულუციაში უკრაინის სამხედრო-პოლიტიკური სტატუსი, ყირიმის სტატუსთან დაკავშირებით რეფერენდუმის შედეგები უნდა იყოს აღიარებული, უკრაინამ უნდა მიიღოს ახალი კონსტიტუცია, მის საფუძველზე ჩაატაროს არჩევნები და რუსულ ენას უკრაინაში მეორე სახელმწიფო ენის სტატუსი უნდა მიენიჭოს. 
 
საერთაშორისო ჯგუფს რუსეთი სთავაზობს 21 თებერვლის იმ შეთანხმებების შესრულებით დაკავდნენ, რომელიც “უკანონო იარაღის” ჩაბარებას, ქუჩებისა და შენობების გათავისუფლებას, კიევში დაღუპულთა შესახებ გამოძიებას შეეხება. 
 
ასევე, მოსკოვი მოუწოდებს დაუყოვნებლივ, უკრაინის რეგიონების წარმომადგენელთა მოწვევით უმაღლესმა რადამ უკრაინის ფედერაციულ კონსტიტუციაზე იმსჯელოს. აღნიშნული კონსტიტუცია, რუსეთის განმარტებით, გაამყარებს უკრაინის ფედერაციულ მოწყობას, მის სამხედრო-პოლიტიკურ ნეიტრალიტეტს, რუსული ენის სახელმწიფო სტატუსს, ადამიანისა და ყველა უმცირესობის უფლებების დაცვას, ადგილობრივი ხელისუფლების არჩევასა და საეკლესიო საქმეებში ჩაურევლობას. 

მასალების გადაბეჭდვის წესი