ლაშა ჩხიკვაძემ პროცესზე აღნიშნა, რომ პროკურორი კახა მრუადაშვილი მისი მივლინებით და ადგილსამყოფელით დაინტერესდა. ჩხიკვაძის თქმით, ამის შესახებ ინფორმაცია მას თანაშემწემ და სხდომის მდივანმა მიაწოდეს.
თავად პროკურორი ინფორმაციას უარყოფს და აცხადებს, რომ ის დაინტერესდა მხოლოდ წინა პროცესის ჩატარების თარიღით.
“თქვენ დაინტერესდით ჩემი მივლინების საკითხით, სად ვიყავი მივლინებული. მე ჩამოვართმევ ჩემს სხდომის მდივანს, ასევე, თანაშემწეს ახსნა–განმარტებებს და აღნიშნული საკითხი შემდგომი რეაგირებისთვის სავარაუდოდ გადაეგზავნება მთავარ პროკურორს და თქვენს გენერალურ ინსპექციას და ამაზე სასამართლოს ექნება ძალიან მკაცრი რეაგირება”, – განუცხადა პროკურორს მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ.
როგორც საქართველოს მთავარ პროკურატურაში აცხადებენ, ამის თაობაზე პროკურატურა განცხადებას მოგვიანებით გაავრცელებს.
