ახალი ამბები

უკრაინაში ნაწილობრივი მობილიზაცია გამოცხადდა

17 მარტი, 2014 •
უკრაინაში ნაწილობრივი მობილიზაცია გამოცხადდა

აღნიშნულ გადაწყვეტილებას მხარი 275-მა დეპუტატმა დაუჭირა. 

 

შესაბამისად, ქვეყნის ყველა ოლქი ვალდებულია ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია გამოაცხადოს. საკუთარი სურვილის შესაბამისად, მობილიზაცია ყირიმის მოსახლეობასაც შეუძლია. 

 

ნაწილობრივი მობილიზაცია სამხედრო ძალებში 20 ათასი ადამიანისა და ნაციონალურ არმიაში 20 ათასი სამხედრო პირის გაწვევას ითვალისწინებს.

 

მობილიზაცია 45 დღის განმავლობაში უნდა შედგეს, თუმცა, ოფიციალური პირების წინასწარი გათვლებით, ის ბევრად ადრე დასრულდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი