ახალი ამბები

ღია საზოგადოების ოფისთან იმართება აქცია “Stop Soros”, ფონდის თანამშრომლები შვებულებაში არიან

31 აგვისტო, 2018 • 6465
ღია საზოგადოების ოფისთან იმართება აქცია “Stop Soros”, ფონდის თანამშრომლები შვებულებაში არიან

ფონდ “ღია საზოგადოება– საქართველოს” ოფისთან “Stop Soros” აქცია იმართება, თუმცა ოფისში არავინ  არის.

როგორც ნეტგაზეთს ფონდში განუცხადეს, თანამშრომლები შვებულებაში არიან და სამსახურში სექტემბერში დაბრუნდებიან.

თუმცა ცარიელ ოფისთან ფალავანდიშვილი და მისი მხარდამჭერები აქციას მაინც მართავენ. აქცია 16:00 საათზეა დაგეგმილი. ისინი საქართველოში ფონდისა და მასთან დაკავშირებული ორგანიზაციების საქმიანობის აკრძალვას ითხოვენ. აქციაში მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის წევრები, მათ შორის მღვდლებიც მონაწილეობენ.

ნაციონალისტური და ქსენოფობიური ჯგუფები სოროსის ფონდის აკრძალვას ითხოვენ. მსგავსი შინაარსის აქცია მათ მანამდეც აქვთ ჩატარებული.

“ქართული მარშის” აქცია თბილისში ჯორჯ სოროსის წინააღმდეგ

 

მასალების გადაბეჭდვის წესი