“მიუხედავად იმისა, რომ ორგანიზაციას აქვს საკუთარი შეხედულება, თუ რა მიმართულებით იქნება ტრენინგების ჩატარება მნიშვნელოვანი, საჭიროდ მიიჩნევს, მიიღოს დამატებითი ინფორმაცია თავად მედიასაშუალებების ხელმძღვანელებისაგან, კონკრეტულად, რომელ საკითხებს თვლიან ისინი აქტუალურად და რაში საჭიროებენ მათდამი დაქვემდებარებული მედიაორგანიზაციების თანამშრომლები ცოდნის გაღრმავებას. ასევე გთხოვთ, წინასწარ გვაცნობოთ, რამდენ ჟურნალისტს დასჭირდება ტრენინგების გავლა სხვადასხვა მიმართულებით. მედიასაშუალების ხელმძღვანელებს ვთხოვთ, ინფორმაცია მოგვაწოდონ ორი კვირის განმავლობაში ელექტრონული ფოსტის საშუალებით შემდეგ მისამართზე info@mokalake.ge ტრენინგების დაწყებასა და ჯგუფების დაკომპლექტების თაობაზე გაცნობებთ დამატებით”, – ნათქვამია ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული არასამთავრობო ორგანიზაციის განცხადებაში.