“ჩვენ უარვყოფთ “რეფერენდუმს,” რომელიც დღეს უკრაინაში ყირიმის რეგიონში ჩატარდა. ეს რეფერენდურმი ეწინააღმდეგება უკრაინის კონსტიტუციას, საერთაშორისო საზოგადოება არ აპირებს აღიაროს გამოკითხვის შედეგები, რომელიც ძალადობისა და დაშინების მუქარით გაიმართა, ასევე, რუსული სამხედრო ჩარევის პირობებში, რომელიც არღვევს საერთაშირისო სამართალს.
უკრაინის ხელისუფლებამ ნათლად გამოხატა მზადყოფნა ყირიმის ავტონომიის გაფართოების შესახებ. საპრეზიდენტო არჩევნები, რომელიც 25 მაისს არის დაგეგმილი, აძლევს კანონიერ შესაძლებლობას ყველა უკრაინელს, რომ მათი ხმა საკუთარი ქვეყნის მომავალისთვის გაგებული იყოს. რუსეთის ქმედებები არის საშიში და დესტაბილიზაციის მომტანი. სამხედრო შეჭრა და საერთაშორისო სამართლის დარღვევა გამოიწვევს რუსეთისთვის დანაკარგების გაზრდას,”– ნათქვამია განცხადებაში.
განცხადებაში ნათქვამია, რომ წარსულში დარჩა ის დრო, როდესაც საერთაშიროსო საზოგადოებას შეუძლია გაჩუმდეს მაშინ, როდესაც ერთი ქვეყანა ძალადობრივად მეორე ქვეყნის ტერიტორიას იტაცებს.
ყირიმში 16 მარტს ჩატარებული რეფერენდუმის შესახებ ეგზიტპოლის შედეგის მიხედვით, ყირიმის რუსეთთან შეერთებას 93% უჭერს მხარს.
ყირიმში ჩატარებულ რეფერენდუმს უკანონოდ სცნობს დასავლური სამყარო. გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციის პროექტს, რომელიც ყველა ერს მოუწოდებს, პატივი სცეს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას და რეფერენდუმს უკანონოდ განიხილავს, უშიშროების საბჭოს 13-მა წევრმა მხარი დაუჭირა, ჩინეთმა ხმის მიცემისგან თავი შეიკავა, ხოლო წინააღმდეგ ხმა მხოლოდ რუსეთის ფედერაციამ დააფიქსირა.
რეფერანდუმთან დაკავშირებით გუშინვე განცხადება გააკეთა საქართველოს საგარეო უწყებამ. განცხადებაში ნათქვამია, რომ საქართველოს საგარეო უწყება არ ცნობს ყირიმში ჩატარებულ რეფერენდუმს.





